Active B-complex
Active B-complex
აღწერა
Mindly-ს Active-B Complex შეიცავს B ჯგუფის ვიტამინებს მაღალეფექტურ, აქტივირებულ ფორმებში. ისინი არა მხოლოდ ხელს უწყობენ ენერგიისა და მეტაბოლიზმის შენარჩუნებას, არამედ მხარს უჭერენ თავის ტვინის, ღვიძლისა და ნერვული უჯრედების მუშაობას, ჰორმონების გამომუშავებასა და დნმ-ის მეთილირებას. სხვა ფორმებისგან განსხვავებით, B6, B9 და B12 ვიტამინების აქტიური ფორმები უზრუნველყოფენ ოპტიმალურ ტრანსპორტირებას სისხლში და ორგანიზმის უჯრედების მიერ მაქსიმალურ ათვისებას.
• ვიტამინი B6 (პირიდოქსინი), კერძოდ მისი აქტიური ფორმა პირიდოქსალ-5-ფოსფატი, მონაწილეობს მრავალ რეაქციაში — იმუნიტეტისა და ნერვული სისტემის მხარდაჭერიდან დაწყებული, ერითროციტებისა და ნეიროტრანსმიტერების წარმოქმნით დამთავრებული. მონაწილეობს აზოტოვან ცვლაში, აუმჯობესებს ორგანიზმის მიერ უჯერი ცხიმოვანი მჟავების გამოყენებას — ავლენს ლიპოტროპულ და ჰიპოქოლესტერინემიურ ეფექტს.
• ვიტამინი B9 (ფოლიუმის მჟავა), კერძოდ მეთილფოლატი, აუცილებელია დნმ-ისა და რნმ-ის სწორი ფორმირებისთვის. ჰომოციستეინის დაშლაში მთავარი როლის შესრულებით, წარმოადგენს მეთილირების მნიშვნელოვან რგოლს. მეთილფოლატი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულობის პერიოდში: ხელს უწყობს ნაყოფის ჯანმრთელი ნერვული სისტემის ჩამოყალიბებას. B ჯგუფის ვიტამინების უმეტესობის მსგავსად, ხელს უწყობს ენერგიის საერთო დონის ამაღლებასა და მთელი დღის განმავლობაში სიმხნევის შენარჩუნებას.
• ვიტამინი B12 (კობალამინი), კერძოდ მეთილკობალამინი — B12-ის ყველაზე ბიოშეღწევადი ფორმა. მნიშვნელოვან როლს ასრულებს ერითროციტების წარმოქმნაში, უჯრედულ მეტაბოლიზმში, ნერვული სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებასა და დნმ-ის სინთეზში. ასევე მხარს უჭერს თავის ტვინის ჯანმრთელობას და აუმჯობესებს მეხსიერებასა და კონცენტრაციას.
- ენერგიისა და სტრესგამძლეობის ამაღლება
- კოგნიტიური ფუნქციების, მეხსიერებისა და ყურადღების კონცენტრაციის გაუმჯობესება
- მხარდაჭერა ანემიისა და B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტის დროს
- უჯრედების რეგენერაციისა და მეტაბოლიზმის დაჩქარება
- იმუნიტეტის გაძლიერება
- პოლინეიროპათიის სიმპტომების შემსუბუქება
შემადგენლობა
Vitamin B6 1,5 mg
Vitamin B9 400 μg
Vitamin B12 1000 μg
როგორ მივიღო
დღეში 1-2 კაფსულა საუზმის შემდეგ.
არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. შეინახეთ მშრალ, გრილ ადგილას, პირდაპირი მზის სხივების მოხვედრისგან დაცულად. ტემპერატურა: +5°C-დან +25°C-მდე.