Calcium, Magnesium, Zinc and Vitamin D3
Calcium, Magnesium, Zinc and Vitamin D3
აღწერა
Mindly-ს „კალციუმი + მაგნიუმი + თუთია + ვიტამინი D3″ კომპლექსი შეიცავს კომპონენტებს, რომლებიც ურთიერთაძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას. ისინი უზრუნველყოფენ ძვალ-კუნთოვანი სისტემისა და იოგოვანი აპარატის ჯანმრთელობას.
• კალციუმი მთავარ როლს ასრულებს ძვლებისა და კბილების სიმტკიცის ჩამოყალიბებასა და შენარჩუნებაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების ზრდის პერიოდში, ასევე ხანდაზმული ადამიანებისთვის ოსტეოპოროზის პრევენციის მიზნით. გარდა ამისა, კალციუმი მონაწილეობს გულის რიტმის რეგულაციაში და კუნთების შეკუმშვაში, აუცილებელია ნერვული იმპულსების გადაცემისა და სხვადასხვა მეტაბოლური პროცესებისთვის.
• მაგნიუმი დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მთელი რიგი დაავადებების მიმდინარეობაზე და მეტაბოლურ სინდრომზე ოქსიდაციური სტრესის მიმართ მგრძნობელობის შემცირებით. ავლენს ანთების საწინააღმდეგო ეფექტს, აუმჯობესებს ლიპიდურ სპექტრს, ხელს უწყობს კრუნჩხვებთან ბრძოლას და დადებითად მოქმედებს კოგნიტიურ ფუნქციაზე. ასევე, მუდმივი სტრესის პირობებში ორგანიზმი ყოველდღიურად ხარჯავს მაგნიუმს, ამიტომ საჭიროა მისი საკმარისი მიღება, მათ შორის ბიოდანამატის სახით.
• თუთია მონაწილეობს იმუნიტეტის მუშაობაში, უზრუნველყოფს ჭრილობების სწრაფ შეხორცებას და ააქტიურებს დაახლოებით 200 სხვადასხვა ფერმენტს. გარდა ამისა, თუთია იცავს უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან და მნიშვნელოვან როლს ასრულებს სასქესო სისტემის ნორმალური ფუნქციის შენარჩუნებაში როგორც მამაკაცებში, ასევე ქალებში.
• ვიტამინი D ამ ბიოდანამატში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ნაწლავებში კალციუმის შეწოვისთვის. ასევე ვიტამინი D ამცირებს ინფექციური დაავადებებისა და ზოგიერთი აუტოიმუნური აშლილობის რისკს, დადებითად მოქმედებს განწყობაზე და ამცირებს დეპრესიის რისკს.
- ძვლებისა და კბილების გამაგრება
- ენერგიის, გამძლეობისა და შრომისუნარიანობის ამაღლება
- კუნთების აღდგენის გაუმჯობესება
- იმუნიტეტის მხარდაჭერა
- განწყობისა და საერთო კეთილდღეობის გაუმჯობესება
- მენოპაუზის პერიოდში მოტეხილობების რისკის შემცირება
შემადგენლობა
1 ტაბლეტზე:
- ვიტამინი D3 2,5 მკგ (100IU)
- კალციუმი 500 მგ
- მაგნიუმი 250 მგ
- თუთია 15 მგ
როგორ მივიღო
მოზრდილებისთვის: მიიღეთ 1 ტაბლეტი დღეში.